ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რაიონი ჯიჰადისტთა ეპიცენტრად იქცა


აშშ-ს სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის მიერ მოწყობილ მოსმენებში აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა განაცხადა, რომ ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რაიონი ექსტრემისტ ჯიჰადისტთა ეპიცენტრად იქცა. როგორც მან თქვა ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ რეგიონის სტაბილურობას. რობერტ გეითსმა მისივე განცხადებაში აღიარა ის, რომ წარსულში აშშ-მ შეცდომები დაუშვა. როგორც რობერტ გეითსს მიაჩნია პაკისტანი სკეპტიკურად უყურებს იმას, რომ ვაშინგტონი სანდო პარტნიორია. ამის საფუძველი ხდება ის, რომ 90-იან წლებში მან გაიყვანა თავისი ძალეი რეგიონიდან და გაწყვიტა სამხედრო ურთიერთობა ისლამაბადთან. გეითსს მიაჩნია, რომ აშშ-მ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა შეიცვალოს პაკისტანის ეს პოზიცია. გეითსმა რეგიონს ისტორიული ადგილი უწოდა, სადაც მუსლიმმა მებრძოლებმა საბჭოთა კავშირი დაამარცხეს. მისივე აზრით თუ ამერიკის აწმყო ძალისხმევა ასევე კატასტროფიულად დასრულდა რეგიონში ამას უმძიმესი შედეგები მოჰყვება არა მარტო ამერიკისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

XS
SM
MD
LG