ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთისა და პასკისტანის ლიდერები ერთმანეთს ლონდონში შეხვდნენ


ლონდონში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა და მისმა პაკისტანელმა კოლეგამ იუსუფ რაზა გილანმა ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ორივე ლიდერმა განაცხადა, რომ ისინი გააძლიერებენ თანამშრომლობას ექსტრემიზმის დასამარცხებლად. გორდონ ბრაუნმა აღნიშნა, რომ პაკისტანის წვლილი თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლაში დასაფასებელია. ასევე მან განაცახდა, რომ ბრიტანეთი პაკისტანს 83 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რომელიც ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე რეკონსტრუქციებს, განათლებას და ლტოლვილების დახმარებას უნდა მოხმარდეს.

XS
SM
MD
LG