ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რობერტ გეითსი: ახალი სტრატეგიის ჩავარდნის შემთხვევაში ავღანეთის სათავეში თალიბები მოვლენ


აშშ-ს თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი მხარს უჭერს ბარაკ ობამას ახალ სტრატეგიას ავღანეთში და აცხადებს, რომ თუ დასავლეთის სამხედრო ძალისხმევა ჩაიფუშა ავღანეთის მართვის სადავეებთან თალიბები მოვლენ. სენატში შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრების წინაშე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ავღანეთში უშიშროების მდგომარეობის გაუმჯობესება საკვანძო მნიშვნელობის მქონე საკითხია და იმის გარანტიას იძლევა, რომ ავღანეთს ვეღარ შეაფარებენ თავს ალყაიდა და თალიბები. იგივე განცხადება გააკეთა სენატში სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგია ფაქტობრივად საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს, რათა დაიცვან აშშ და მისი მოკავშირეები ექსტრემისტთა თავდასხმებისაგან. იმავე დღესკ ანონმდებლებს მიმართა შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ ადმირალმა მაიკლ მალენმა. როგორც მან აღნიშნა პრეზიდენტის ახალი გადაწყვეტილება ავღანეთში დისლოციფრებულ ძალთა მეთაურობას, ცოცხალ ძალაში იმ რესურსს თავაზობს, რომელიც აუცილებელია თალიბების დამარცხების საქმეში.

XS
SM
MD
LG