ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს ქვეყნები მხარს უჭერენ ობამას ადმინისტრაციის ახალ ავღანურ სტრატეგიას


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ალიანსის ქვეყნები მხარს უჭერენ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ახალ ავღანურ სტრატეგიას. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთში ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად დამატებით 5 ათას ჯარისკაცს გააგზავნის. რასმსუსენის განცხადებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა ძალისხმევა არ უნდა დაიშურონ თალიბანის და ალ-ქაიდას წინააღმდეგ ბრძოლაში.

პრეზიდეnტ ობამას ახალ სტრატეგიას გამოეხმარურა გაეროს გენერალურ მდივანი ბან კი მუნიც. მისი თქმით, პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება ძალზედ რთული, თუმცა აუცილებელი ნაბიჯია.

თალიბანის ლიდერები კი აცხადებენ, რომ დამატებითი ძალების გაგზავნა, მათ წინააღმდეგობას კიდევ უფრო გააძლიერებს.

XS
SM
MD
LG