ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხეების მუზეუმი ნიუ იორკში


როდესაც მსახიობ კეიტ ჰოლტენს ნიუ-იორკის ერთ-ერთ უბან ბრონკსში კონკორსის ბულვარზე, მშვიდობის აღსანიშნავი დღესასწაულის ორგანიზება დაელავა, პირველი ხეებზე იფიქრა. თუმცა მათი არსობობა ბევრს არც ახსოვს.

“მე ვესაუბრე ხალხს, ვინცჩრდილში, ხეების ქვეს იჯდა. ვეკითხებოდი მათ, რას ფიქრობდნენ ხეებზე, მაგრამ მემგონი მათ საერთოდ ვერ ამჩნევდნენ.”

თუ ხალხი ხეებს არ ამჩნევს, მათ ყოფნა-არყოფნაზეც ნაკლებად იღელვებს.

“ბავშვება მითხრეს, რომ უმჯობესია ყველა ხე მოჭრან, რადგან მათ წინა ხედი უფუჭდებათ. ერთმა მასწავლებელმა ისიც კი თქვა, რომ ყველა ხე ერთი ჯიშისაა”.

ხალხი ხეებს ბევრ ყურადრებას არ უთმობს. თუ უთმობენ, უმეტესად სალანძღავად, ეს დამოკიდებულებ სავსებით მისარებია ქალაქის ქუჩების გაყოლებით დარგული ხეების მიმართ. გამვლელბი მათზე სარეკლამო ფურცლებს აკრავენ. ზედაპირზე ხატავენ, ინიციალებს ტვიფრავენ, ველოსიპედებს ამაგრებენ. არც ქალაქის ტრანსპორტი აკლებს მათ უდიერ მოპყრობას, მშენებლები კი ახალი შენობების ასაშენებლად, საერთოდ ჭრიან.

“მხოლოდ მიწაში ჩარგვა ხისთვის საკმარისი როდია. მას გარემო ვითარებაც ხელს უნდა უწყობდეს”

რეალურად დღეს ნიუ-იორკის ხეების უმრავლესობა მომსპარია.

ჰოლტენმა იფიქრა, რომ ხეებზე ზრუნვის საუკეთესო გზა, ხალხისთვის მათი მნიშვნელობის ჩვენებაა. მან მეტყევეები და მეზობლები მოიზიდა, რომ გრანდ კონკორსის ხეების შესახებ ხმოვანი გზავნილები ჩაეწერათ. შემდეგ ისინი ხეების ირგვლივ დაემონტაჟებინათ და მოსეირნე ხალხი სურვილის შემთხვევაში ღილაკზე ხელის დაჭერით კონკრეტული ხის სახეობაზე დეტალურ ინფორმაციას მიიღებდნენ. ასეც მოიქცნენ და ონკორსის ბულვარში ხეების მუზეუმი გაჩნდა.

“კონკორსის ბულვარზე 100 ასეთი ხეა. თითოეულ მათგანზე დამონტაჟებულ ჩანაწერში ინფორმაცია და სხვადასხვა ადამიანის გზავნილია სხვების მიმართ. მაგალითად ამ ხის ტექსტი ასეთია”_ ამ წუთას მინდა მადლობა გადავუხადო ხეს რომელიც თქვენს წინაშე. მისი მთავარი დანიშნულება სუფთა ჰაერის შენარჩუნებაა.”

ჯოის ჰოაგუ კონკორსის ბულვარის გაყოლებაზე ცხოვრობს. მან ჩანაწერი 31-ე ხისთვის გააკეტა და ძალიან კმაყოფლია.

“ეს ჩემი აკაციის ხეა.”

ჰოაგის თქმით, ბრონქსის ხეებზე ადრე კარგად ზრუნავდნენ. წელს ქუჩებში ასობით მუხა იანკების ახლაი მოედნის ასაშენებლად მოჭრეს. ჰოაგი შეწუხებულია, იმით რომ ზაფხულის ყველზე ცხელ დღეს მუხის ქვეშ სიცხე არც იგრძნობოდა. კეიტი თვლის, რომ ხალხს ჯერ კიდევ ვერ გაუზრებია რა დაკარგა.

კეტის თქმით, მთავარი ის კი არ არის რამდენი ადამინი უწოდებს ამ ადგილს ხეების მუზეუმს და უწოდებს თუ არა ვინმე, მთავარი მისი თქმით ის არის, რომ მეზობლები და საზოგადოება ერთჯერადი აქციით ხეებზე მზრუნველობაზე დააფიქროს.


XS
SM
MD
LG