ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენსა და ერაყის პრემიერს შორის სატელეფონო საუბარი  შედგა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერაყის პრემიერ-მინისტრს ნური ალ-მალიქს განუცხადა, რომ თეთრი სახლის ახალი სტრატეგია ავღანეთში არ განხორციელდება ვაშინგტონი-ერაყის ორმხრივი ურთიერთობების ხარჯზე. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენსა და ერაყის პრემიერს შორის სატელეფონო საუბარი სამშაბათს შედგა. საუბრის მთავარი თემა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გადაწყვეტილება იყო, რომელიც ავღანეთში დამატებითი 30 ათასი სამხედროს გაგზავნას ითვალისწინებს. ვიცე-პრეზიდენტმა ასევე კმაყოფილება გამოთქვა ერაყის პრემიერ-მინისტრის ძალისხმევის გამო, ერაყში ახალი საარჩევნო კანონმდებლობის შემუშავებასთან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG