ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის უშიშროების ძალებმა ისრაელის საზღვართან ემიგრანტი მოკლეს


ეგვიპტის უშიშროების ძალებმა აფრიკელი ემიგრანტი მოკლეს, რომელიც ეგვიპტიდან ისრელში უკანონოდ გადასვლას ცდილობდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, საზღვრის უსაფრთხოების ძალებმა მას ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც მან ბრძანებები და გაფრთხილებები უგულვებელყო. მოკლული 20 წლის მამაკაცი იყო. მისი ეროვნება ჯერ დადგენილი არ არის.

ეგვიპტის უშიშროების ძალებს მსგავსი მიზეზების გამო საზღვართან წელს 17-მდე აფრიკელი ემიგრანტი ჰყავს მოკლული.



XS
SM
MD
LG