ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო შეშფოთებულია საფრანგეთის მიერ რუსეთისადმი სადესანტო ხომალდის „მისტრალის“ შესაძლო მიყიდვის გამო


ჩვენი რესპონდენტი, პარტია „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი, პარლამენტარი გია თორთლაძე აღნიშნავს, რომ-"საფრანგეთი, რომელიც წესით მუდმივად უნდა აპელირებდეს რუსეთის მხრიდან სარკოზის ინიციატივით ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულების უხეშად დარღვევისა და აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე, სამხედრო ავიამზიდის რუსეთისათვის მიყიდვას აპირებს. ამ სამხედრო ხომალდის შავ ზღვაში შეშვება, მით უფრო იმ ფონზე, როცა რუსეთი აგრესიით არა მხოლოდ საქართველოს, არამედ უკრაინასაც ემუქრება, წარმოუდგენელია". მისივე თქმით საქართველომ სწრაფი რეაგირება უნდა მოახდინოს ამ ფაქტზე და უნდა მოხდეს საერთასორისო საზოგადოებრიობის ზეწოლა საფრანგეთზე, რათა ეს ხომალდი რუსეთის ხელში არ აღმოჩნდეს.

XS
SM
MD
LG