ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მთავრობა ჰამასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს


საინფორმაციო საშუალებები აცხადებენ, რომ ისრაელის ხელისუფლებამ შეიძლება 1000-მდე პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს მეამბოხე ჯგუფ ჰამასთან გარკვეული გარიგებების მიღწევის სანაცვლოდ. თუ ეს გარიგება შედგა, ჰამასი თავის მხრივ გაათავისუფლებს ისრაელის არმიის ჯარისკაცს, რომელიც სამი წლის წინ ღაზას სექტორში დაიჭირეს.

ისრაელს სერჟანტი გილად შალითის ტყვეობიდან გათავისუფლება სურს, სერჟანტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც სამი წლის წინ ისრაელის სამხედრო რეიდის დროს ჰამასმა ტყვედ აიყვანა.

მის სანაცვლოდ ჰამასი ასობით პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს, რომელთა ნაწილიც ისრაელის წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების გამო იხდის სასჯელს.


გილად შალითს ისრაელში ბევრი ეროვნულ გმირად აღიქვამს. მისი ახალგაზრდული და გამხდარი სახე მთელს ისრაელში ბანერებსა და ბილბორდებზეა გამოკრული. ისრაელის მოსახლეობა მის გათავისუფლების მოთხოვნას ერთხმად უერთდება.

დები ლასტი, ამერიკაში დაბადებული ებრაელია, რომელიც ახლა ისრაელში ცხოვრობს. მან ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ მეთანიაჰუს რეზიდენციის წინ კარავი მოაწყო, სადაც შალითის გათავისუფლების მომხრეების ხელმოწერებს აგროვებს.

„ყველას გული შესტკივა, ყველა რაღაც კავშირს გრძნობს გილადთან და მის მშობლებთან, ყველა ადამიანი ამ ქვეყანაში,“ განაცხადა ქალბატონმა ლასტმა.

ისრაელის მთავრობა ცდილობს ჰამასთან მოლაპარაკების დეტალები ახალ ამბებში აქტიურად არ გაშუქდეს. შეთანხმებას გერმანია და ეგვიპტე მედიატორობენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს, გასულ კვირას საჯარო სასამართლო ჩანაწერებში ნათქვამი იყო, რომ ისრაელმა შესაძლოა 980 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლოს მისი ერთი ჯარისკაცის გამოსახსნელად.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ჯარისკაცის გათავისუფლებას ისრაელში არავინ ეწინააღმდეგება, ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ასობით ტერორისტის გათავისუფლება შეუსატყვისი საფასურია.

ტერორისტულ თავდასხმებში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებმა ისრაელის უზენაეს სასამართლოში პეტიცია გაგზავნეს, რომელშიც იმ ადამიანების სახელების გამოცხადება მოითხოვეს, ვისაც მთავრობა ციხიდან გაათავისუფლებს. ისრაელს არანაირი გარანტია არ აქვს იმისა, რომ გათავისუფლებული ტერორისტები ძალადობრივ მეთოდებს არ დაუბრუნდებიან.

როენა ჯინაჯირა 23 წელის პალესტინელი ქალია, რომელიც ისრაელის ციხიდან სხვა 20 ქალთან ერთად გაათავისუფლეს იმ ვიდეო მასალის სანაცვლოდ, რომელშიც შალითი იყო გადაღებული. ეს ვიდეო მასალა ოქტომბერში გავრცელდა.

ჯინაჯირა შარშან დაიჭირეს იმის გამო, რომ ის ისრაელის არმიის ჯარისკაცს მოკვლის მიზნით დანით დაესხა თავს. მან განაცხადა, რომ ის ყოველგვარი სამშვიდობო მოლაპარაკების წინააღმდეგია. მისი თქმით, შედეგის მიღწევა მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით შეიძლება. როენას აზრით, მოსალოდნელი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება კარგი მაგალითია იმისა, რომ ისრაელთან მხოლოდ ძალით შეიძლება შედეგის მიღწევა.

ჯინაჯირა აცხადებს, რომ პალესტინელებმა მრავალი წელი დაუთმეს დაპირისპირების არა-ძალადობრივი მეთოდებით გადაწყვეტის მცდელობას და ამით ვერაფერს მიაღწიეს. მისი ზარით, შეიარაღებული დაპირისპირებით რაღაცის მიღწევა მაინც შეიძლება. ამის მაგალითად მან ათასამდე პალესტინელის გათავისუფლება მოიყვანა, რომლებსაც ჰამასი შალითის სანაცვლოდ ითხოვს.

მისი თქმით, ისრაელის მოსახლეობის მიერ ერთი ჯარისკაცის გათავისუფლების მოთხოვნით ერთ მუშტად შეკვრა მართლაც სანაქებო რამაა. ის ისურვებდა, რომ პალესტინელებმაც სწორედ იგივე გააკეთონ ისრაელის ციხეებში დაპატიმრებული ათასობით პალესტინელი პატიმრისთვის.

ისრაელის საინფორმაციო წყაროებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ის პატიმარი, რომლის გათავისუფლებასაც ჰამასი ითხოვს, მარვან ბარღუთია. ის ერთ-ერთი ცნობილი პალესტინელი აქტივისტია, რომელსაც ისრაელის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. მათივე ცნობით, ბარღუთს შეიძლება პალესტინის პრეზიდენტობაც სურდეს.

დები ლასტი აცხადებს, რომ მას გარიგების პირობები არ მოსწონს და ათასამდე ტერორისტის ციხიდან გამოშვება უსაფრთხოებაზე კიდევ ურო დააფიქრებს, მაგრამ მისი აზრით ისრაელის ერთი ჯარისკაცის სიცოცხლე ნამდვილად ღირს ამ რისკზე წასვლად.

„მე არ მაქვს სიტყვები, რომლითაც იმ სურვილის გამოხატვას შევძლებ, რომელიც ამ ბიჭის სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით მაქვს,“ განაცხადა ლასტმა.

ამ დილემიდან ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ დებიმ მთელ ისრაელთან ერთად იმისი იმედი არ გადაიწუროს, რომ ამ გარიგების ერთ-ერთი შედეგი მშვიდობა იქნება.


XS
SM
MD
LG