ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა კარზაის ახალ სტრატეგიაზე ესაუბრა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ავღანეთის ლიდერმა ჰამიდ ყარზაიმ ვიდეო კონფერენციის საშუალებით ავღანეთში ვაშინგტონის ახალი სამხედრო სტრატეგია განიხილეს.

ავღანეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით თეთრი სახლის გეგმა მოიცავს უსაფრთხოების, სამხედრო და პოლიტიკური პროგრესის და ეკონომიკური განვითარების საკითხებს. ამ სტრატეგიის დეტალებზე პრეზიდენტი ობამას მიმართვა ნაციონალური ტელეარხებით დღეს რამდენიმე საათში იგეგმება. მანამდე კი პრესკონფერეცნია გამართა თეთრი სახლის პრესპიკერმა რობერტ გიბსმა:

„ეს არ არის ვალდებულებების დასრულება კონკრეტულ ვადაში. ჩვენი იქ ვართ რათა ვითანამშრომლოთ ავღანელებთან, რათა გავწვრთნათ მათი უსაფრთხოების ძალები, პოლიცია და არმია, იმგვარად, რომ მათ თავად შეძლონ თავინათი სამშბლოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა“

მისი თქმით, პრეზიდენტმა ობამამ მის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს უკვე გააცნო გადაწყვეტილება და გეგმის განხორცილების ბრძანებაც გასცა. შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია ავღანეთში დამატებით 30 ათასი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას ითვალისწინებს.


XS
SM
MD
LG