ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა ავღანეთის ახალ სტრატეგიას გამოცხადებს


გაზეთ „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ავღანეთის ახალი სტრატეგიის გამოცხადებისას, იმასაც იტყვის თუ რა გეგმის მიხედვით უნდა დამთავრდეს ომი.

თეთრი სახლის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, ბატონი ობამა იმასთან შედარებით უფრო მკაფიოდ ჩამოაყალიბებს მიზნებსა და ვადებს, ვიდრე ამას ადმინისტრაციის წევრები ცოტა ხნის წინ აკეთებდნენ.

„მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ პროცესის დასასრულს, შევძლებთ ამერიკელ ხალხს გავაცნოთ ის, თუ კონკრეტულად რა დევს სასწორზე, რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ მივაღწევთ წარმატებას და რა დაგვიჯდება ეს ყველაფერი“, განაცხადა პრეზიდენტმა.


ბატონი ობამა ახალ სტრატეგიასთან ერთად ავღანეთში დამატებით 30 ათასი ჯარისკაცის გაგზავნას ხვალ გამოაცხადებს.


XS
SM
MD
LG