ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვეიცარიის რეფერუნდიმის მოულოდნელი შედეგები


გუშინ შვეიცარიაში ჩატარებულმა რეფერენდუმმა მოულოდნელი შედეგები გამოვლინა. გაირკვა,რომ ქვეყნაში გუმბათებიანი მეჩეთების აკრძალვის კანონს მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა დაუჭირა მხარი. ექსპერტების ვარაუდით, რეფერენდუმის შედეგებმა შესაძლოა მუსლიმური სამყაროს უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს.

შვეიცარიის საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, მოწინააღმდეგე მარჯვენა ფრთის ინიციატივას ქვეყნის 26ოლქში მოსახლეობის ორმოცდაჩვიდმეტმა მთელმა და ხუთმა მეათედმა პროცენტმა დაუჭირა მხარი. რეფერენდუმით მიღებული შედეგი შევიცარიის სახელმწიფო კონსტიტუციაში ახალი კანონის სახით შევა.

შვეიცარიელი ხალხის ეროვნული პარტია,რომელმაც ამ სადავო საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვა- აცხადებს,რომ გუმბათიანი მეჩეთი ზოგადად პოლიტიკური ძალის სიმბოლოს წარმოადგენს და მისი აკრძალვით - შვეიცარიაში ისლამაიზაციის პროცესის შეჩერებას ცდილობენ.



XS
SM
MD
LG