ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ქვეყანა სახელად ამერიკა, არაბული ფესვები, ამერიკული ისტორიები”


2001წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, ალია მალიკი, წარმატებული ამერიკელი სამოქალაქო უფლებათა დამცველი,სირიული ფესვებით, გაოგნებული იყო, როდესაც არაბი-ამერიკელების წინააღმდეგ საშიში და მცდარი კამპანია დაიწყო. ის დარწმუნებული იყო, რომ დაიწერებოდა წიგნი, რომელიც არაბ-ამერიკული საზოგადოების შესახებ შექმნილ შთაბეჭდილებას შეცვლიდა.

"ხალხი მიეჩვია იმ აზრს,რომ 1800 წლამდე ამერიკული საზოგადოების წევრი არაბი-ამერიკელები არ არსებობდნენ. ცხოვრების მანძილზე კანონის შესწავლისას, მივედი იმ აუცილებლობამდე რომ ვინმეს ისტორია წიგნად უნდა გამოეცა. ამასობაში კარიერას მივყევი ხელი, ჩავაბარე ჟურნალისტიკის სკოლაში კოლუმბიის უნივერიტეტში ჩავაბარე. ოთხი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წიგნი კვლავ არავის ჰქონდა დაწერილი. სწორედ ამირტომ მოვკიდე ხელი ამ საქმეს.”

ალია მალიკის ახალ წიგნი ავტორისეული ისტორიებს 3.5 მლნ.არაბზე მოიცავს, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ და ლიბანური, ეგვიპტური, ერაყული, იემენური, პალესტინური და სირიული ფესვები აქვთ. ამერიკის წარსული 40 წლის გათვალისწინებით, მალიკი წიგნში იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მიუხედავად იმისა რომ არაბი ამერიკელები თამაშობენ ფეხბურთს, აქვთ სამსახური, მართავენ საზოგადოებრივ დაწესებულებებს, ისინი მაინც სახელმწიფო განხილვებისგან გარიყულები რჩებიან. მალიკი, რომელმაც საკუთარი კარიერა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტში, სამოქალაქო უფლებათა დამცველად დაიწყო, ებრძოდა ამერიკის საემიგრაციო კანონს 1965 წლამდე, თვლიდა რომ ის რასობრივ მომენტებს შეიცავდა. მისი თქმით, კანონი ხელს უშლიდა არაბი ამერიკელების ნატურალიზაციის პროცესს.


“ვფიქრობ სწორედ ამიტომ მოხდა, მათი ასიმილერება და არაბი-ამერიკელები შეუმჩნეველნი გახდნენ. შემდეგ, 1965 წლის მედიაში ემიგრანტული პოპ კულტურის შემოჭრის შემდეგ, არაბი-ამერიკელები არ იყვნენ სასაუბრო თემის ნაწილი. ეს არ იყო ამერიკული შეგნების ნაწილი. ამერიკელ-არაბებზე არ არსებობდა ტელე-გადაცემა, ამიტომ რაღაც კვლავ ძალიან უცხო დარჩა ამერიკელი არაბების შესახებ.”

“ქვეყანა სახელად ამერიკა, არაბული ფესვები, ამერიკული ისტორიები”-ს თითო ქვეთავი, ამერიკელი-არაბების თვალით დანახულს კონკრეტულ ისტორიულ ამბავს ეძღვნება. წიგნი მკითხველს წარსული მომენტების გაცოცხლების საშუალებას აძლევს. ქვეთავში, რომელსიც მოთხრობილია, თუ როგორი ზეგავლენა იქონია ისრაელ-პალესტინის კონფლიქტმა ამერიკაში მცხოვრებ არაბებზე, მალეკი ლუბას ისტორიის საშუალებით ყვება.

ლუბა პალესტინელი დევნილია, რომელსაც მშობლიურირამალა ენატრება, ქალაქი ისრაელმა 1967 წელს არაბ-ისრაელის ომის შემდეგ დაიკავა. წიგნის ამ ამონარიდში, ლუბა პირადი გულისტკივილით ახსნანს ამერიკაში დაბადებული შვილისთვის ცდილობს. მონასთვის, რომელიც შეწუხებულია დედის ფიზიკური ტკივილით და არაბული მემკვიდრეობის მაგივრად ამერიკაში ცხოვრება ერგო.

“ახლა მთელს იერუსალიმში ებრაელები არიან და რამალა მთლიანად დაკავებულია-ამბობს ლუბა. სწორედ ამიტომ ვტირი დ გთხოვთ რომ შეწყვიტოთ შეკითხვების დასმა. მაგრამ მონა განაგრძობს: ებრაელები ადამიანები არ არიან?- კი რა თქმა უნდა არიან-პასუხობს ლუბა. მაშინ რატომ არ შეუძლიათ მათ რამალაში ცხოვრება?-აინტერესებს მონას. - მონა ეს შენი სამშობლოა. გინდა რომ მეზობელი მოვიდეს, გითხრას წადი, აქ მე უნდა ვიცხოვრო, შენ გაგაძევოს და თვითონ დასახლდეს შენს ნასახლარზე? ეს სწორია?”

წიგნის ავტორი ვარაუდობს, რომ მკითხველს არაბი ამერიკელების ისტორიის ისტორიას გაეცნობა, ისეთსავე ძველს, როგორიც სხვა დანარჩენი ეთნიკური ჯგუფის ისტორიაა, რომლებიც ამერიკული საზოგადოების წევრები გახდნენ. ეს დაანახებს ხალხს, რომ არაბებიც ამერიკული სახოგადოების წევრები არიან. ჩვენ ვართ ელექტორატი, ვმუსაობთ მასწავლებლებად, ვართ ქმრები, ცოლები, მეზობლები და ყველა დანარჩენი, რაც ცვეულებრივ ამერიკელებს შეუძლიათ იყვნენ.

წიგნი “ქვეყანა სახელად ამერიკა, არაბული ფესვები, ამერიკული ისტორიები” სირიელ-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებათა დამცველის ალია მალიკის ავტორობით, გამომცემლობა ფრი პრესის მიერ შემოდგომაზე დაიბეჭდა.


XS
SM
MD
LG