მცირეხნიანი შემოქმედების დასაწყისი. ინტენსიური თავისი ფორმითა და შინაარსით, მოკლე – იმიტომ რომ ხელისუფლება მას ყოველთვის უქმნიდა წინაღობებს. მისი სადიპლომო ფილმი „რვანახევარი“ ანტისაბჭოურ ნაწარმოებად მიიჩნიეს და მოსკოვში გაგზავნამდე გაანადგურეს. 1964 წელს გადაიღო
მეორე სადიპლომო ფილმი „ქორწილი“, რომელმაც ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე სამი – ფესტივალის მთავარი პრიზი, კინოჟურნალისტთა ასოციაციის პრიზი და “საერთაშორისო ევანგელისტური კინოცენტრის პრიზი” მიიღო.
1969 წელს, „მუსიკოსების“ გადაღების შემდეგ, მოსკოვის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის, ალექსანდრ რომანოვის განკარგულებით მიხეილ კობახიძეს ფილმების დამოუკიდებლად გადაღება აეკრძალა. 2001 წელს, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მან საფრანგეთში გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „გზაზე“.
2007 წელს ბერლინში, კინოთეატრ “არსენალში” ქართული ფილმების რეტროსპექტივაგაიხსნა სახელწოდებით “ფოკუსშია საქართველო”, სადაც ქართული კინოს კლასიკოსმა თავისი 6 მოკლემეტრაჟიანი ფილმი უჩვენა, მათ შორის ქართველი მაყურებლისთვის თითქმის სრულიად უცნობი სტუდენტური ფილმები: “ახალგაზრდა სიყვარული”, “კარუსელი” და სამი წლის წინ საფრანგეთში გადაღებული ფილმი “გზაში”. რას აკეთებდით 34 წლის განმავლობაში? – ეს იყო პირველი კითხვა, რომელიც გერმანელ მაყურებელს გაუჩნდა ფილმების ნახვის შემდეგ.
ჩვენი კითხვა კი შემდგომშია: ამ 30 წლიანი პაუზის შემდეგ, რა სხვაობაა, თავად რეჟისორისთვის მის ადრეულ ფილმებსა და 3 წლის წინ გადაღებულ ფილმს შორის? საბჭოთა ცენზურის ერთერთი მთავარი ობიექტი ქართველი რეჟისორი 1996 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს და მუშაობს. 1996 წელს რეჟისორის ფილმების რეტროსპექტივა ვენეციის კინოფესტივალზე მოეწყო. ახლა კი ამბობს, რომ პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება სურს. რის შესახებ იქნება ეს ფილმი, თავად მიხეილ კობახიძე მოგვახსენებს, რომ ისევე როგორც მისი წინა ფილმები, ეს უკანასკნელიც სიყვარულზე იქნება.
ახლა კი შეგახსენებთ, რომ ზეგ, 2 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, კინოთეატრ “ამირანში” მიხეილ კობახიძის ფილმების ჩვენება გაიმართება, სადაც ქართველი მაყურებლისთვის საყვარელ ფილმებთან ერთად, კობახიძის უკანაკსნელი ნამუშევარი “გზაში” იქნება წარმოდგენილი.