ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრობლემები ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სისტემაში



ბერკლიში, კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტებისწავლის გადასახადებს გაძვირებას აპროტესტებენ. მათ საერთო საცხოვრებლის არაერთი შენობა დაიკავეს. რამდენიმე საათში პროტესტი მასობრივ მსვლელობაში გადაიზარდა. სწავლის გადასახადების ზრდა შტატის მთავრობის მიერ უნივერსიტეტისთვის ბიუჯეტის შემცირებას მოყვა, პროცესმა მთავრობის ყველა სფერო მოიცვა.

კალიფორნიის უნივერსიტეტში სასწავლო გადასახადმა 32 პროცენტით მოიმატა. ის სახელმწიფოში ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლო დაწესებულებადაა მიჩნეული. გასულ კვირას რამდნიმე სტუდენტიც კი დაიჭირეს, ბუნტს 50-მდე მონაწილეობდა. წინააღმდეგობა საღამომდე გაგრძელდა, მხარდამჭერები დაფდაფებს ურთყამდნენ და შეძახილებს გამოსცემდნენ.

ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტის სტუდენტური დასახლება დანარჩენ 9-ს შორის ყველაზე ძველია. ის 1900 წლიდან არსებობს. ზოგადად უნივერსიტეტში 170.000 სტუდენტი სწავლობს და მას ყოველწლიურად 40.000 ამთავრებს. 1900 წლის 207 ლექტორიდან დღეს კალიფორნიის უნივერსიტეტს 41.240 მასწავლებელი ყავს.

ბერკლის პარალელუარდ სტუდენტებმა ბუნტი კალიფორნიის უნივერსიტეტის ასევე ერთ-ერთ უძველეს, სანტა კრუზის ფილიალში მოაწყვეს. ლოს ანჟელესსა და დეივისში პროტესტს სტუდენტების დაკავება მოყვა.

სტუდენტებს მომავალი წლიდან 10ათასი დოლარით მეტის გადახდა მოუწევთ. კერძო კოლეჯებზე გადასახადი ბევრად ნაკლებია, მაგრამ სამჯერ მეტი იმ საფასურზე, რაც კალიფორნიის განათლების სისტემას სამი ათწლეულის წინ ჰქონდა.

ლოს ანჟელესში უნივერსიტეტის მთავრობა სტუდენტებს შეხვდა. კალიფორნიის სტუდენტი სან დიეგოდან, ამბობს რომ მომავალ წელს მას 3 ათასით მეტის გამომუშავება მოუწევს, რაც წარმოუდგენელია.

„ ახლა მე უკვე ვმუშაობ იმისთვის, რომ დამატებითი სახარჯო ფული მქონდეს, გამოდის რომ დამატებით კიდევ 3 000 დოლარის გამომუსავება მომიწევს. წარმოუდგენელია.”

უნივერსიტეტის მთავარი პრობლემა დღეს განათლების ხარისხის შენარჩუნება და უნივერსიტეტში კვალიფიციური მკვლევარების და პროფესიონალების მოზიდვაა.

თეთრი სახლი და ამერიკის შეერთებული შტატები რეცესიისგან გამოსავალს ეძებენ. კალიფორნიის უნივერსიტეტის ეკონომისტი ანალიტიკოსების თქმით, ამ კვირაში შტატის ბიუჯეტის დეფიციტი მომავალი 21 მილიარდამდე გაიზრდება, რადგან დაგეგმილი პროექტებიდან მოსალოდნელი შემოსავალის ოპტიმისტურობა არ ახდა.

წლის დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ კერძო სექტორს, მთავრობას ქვეყნის სასიკეთოდ სტუდენტების დახმარებისკენ მოუწოდა, თუმცა მთავარი აქცენტი მან საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და მათემატიკის შემსწავლელ ახალგაზრდებზე გააკეტა. ქვეყნის მილიონობით მეცნიერი, ინჟინერი და მასწავლებელი ამ მოწოდებას გამოეხმაურა.

„საწყისი შემოწირულობა კერძო სექტორისგან ამ აქციაში 260 მილიონია. ჩვენ ამ კამპანიის გაზრდას მოველით“ ფული ყველა ასაკის ბავშვს მოხმარდება. იქნება დამატებითი რესურსები მასწავლებელთათვის და სატელევიზიო გადაცემებიც კი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის. პრეზიდენტი ობამა ამ პროცესს თავად აკონტროლებს.იმით რომ ის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერების გამოვლენას თეთრ სახლშიგეგმავს.

აპრილში მეცნიერებათა აკადემიაში წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ საზოგადოებას მათემატიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ სფეროებში ამერიკა პირველობას კარგავს და მიზანი წამყვანი პოზოციის აღდგენაა. კალიფორნიის უნივერსიტეტსი განვითარებულ საპროტესტო აქციებზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას კომენტარი არ გაუკეთებია. ქვეყნის ერთ-ერთ უძველეს უნივერსიტეტში განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ტექნიკური საგნების შესწავლასა და მეცნიერულ კვლევებს ეთმობა.


XS
SM
MD
LG