ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლიმატის ცვლილებებზე  კონფერენცია კოპენჰაგენში


განვითარებული ქვეყნების ჯგუფი ინდოეთისა და ჩინეთის ჩათვლით, დეკემბერში გაეროს ეგიდით დაგეგმილი კლიმატის ცვლილებისთვის მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება. კონფერენცია კოპენჰაგენში ჩატარდება.

განვითარებადი ქვეყნები თანხმდებიან იმაზე, რომ დასავლეთის მდიდარი სახელმწიფოები ღარიბ ქვეყნებს ტექნოლოგიური საშუალებითა და ფინანსური რესურსებით უნდა დაეხმარონ კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ საბძოლველად.

ჩინეთის, ინდოეთის, ბრაზილიის, სამხრეთ აფიკისა და სუდანის წარმომადგენლები ერთმანეთს კოპენჰაგენის კონფერენციამდე პოზიციის შესათანხმებლადპარასკევს შეხვდნენ.


კოპენჰაგენის კონფერენციის დანიშნულება კიოტოს ხელშეკრულების მსგავსი დოკუმენტის მიღება არის. კიოტოს ხელშეკრულებას, რომელიც 1997 წელს დაიდო, 2012 წელს გასდის ვადა.



XS
SM
MD
LG