ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყვითელი ციების იმუნიზაციის კამპანია დაასრულდა



ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა დასავლეთ აფრიკაში ყვითელი ციების საწინააღმდეგო მასობრივი იმუნიზაციის კამპანია დაასრულეს. ლიბერიელი აქტივისტი ჯული ენდი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში დახმარება, როგორც ქრისტიანულმა ასევე მუსლიმანმა ლიდერებმა თანასწორად გაუწიეს სამედიცინო მუშაკებს.

კამპანია ერთი კვირა გაგრძელდა და ბენინში, ლიბერიასა და სიერა ლიონში 12 მილიონ ადამიანს გაუკეთდა.ყვითელი ციება კოღოს კბენით გადადის ადამიანზე. დასავლეთ აფრიკაში დაავადება 30 ათას ადამიანს კლავს ყოველწლიურად.

2007 წლიდან მოყოლებული ვაქცინა 29 მილიონ ადამინს გაუკეთდა.


XS
SM
MD
LG