ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის საზღვართან 26 მეამბოხე მოკლეს 



ოფიციალური ავღანეთის თქმით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთისა და პაკისტანის საღვართან დაახოლებით 26 მეამბოხე მოკლეს. იმავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ავღანეთის უშიშროების ძალებში დღეს მომხდარი შეტაკების შედეგად მსხვერპლი არ არის. ნატოს შენაერთები ქვეით ავღანელ ჯარისკაცებს საჰაერო მხარდაჭერას აწვდიდნენ.

დღეს ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა გორდონ ბრაუნმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომლის მთავარი თემა ავღანეთის შეიარაღებული ძალებისთვის ქვეყნის უშიშროების უზრუნველსაყოფად მეტი პასუხისმგებლობის გადაცემა იქნება.კონფერენცია 28 იანვრისთვისაა დაგეგმილი.



XS
SM
MD
LG