ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბინ ლადენის დაჭერა რეალურად შესაძლებელი იყო


ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ოფიციალური განცხადებით, პრეზინტ ბუშის მთავარ სამხედრო მეთაურებსუსამა ბინ ლადენის შეპყრობისა და მოკვლის შესაძლებლობა ჰქონდათ, მაგრამ არ გამოიყენეს.

განცხადების მიხედვით, რომლის ავტორიც სენატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტია: ამერიკის სპეციალური ძალები და ავღანეთის არმია ალ ყაიდას ლიდერს და მის მოადგილე აუმან ალ ზავაჰირის თორა ბორას მთამდე მისდევდნენ, მაგრამ ამერიკის ყოფილი თავდაცვის მდივნის, დონალდ რამსფელდისა და ჯარების მეთაურის ტომ ფრანკისგან დამატებით ჯარების გაგზავნაზე უარი მიიღეს.

თუმცა ყოფილი მეთაურები აცხადებენ, რომნათელი დასტური იმისა, რომ ბინ ლადენი გამოქვაბულში იმყოფებოდა არ იყო. იყო საფრთხე, რომდამატებით ამერიკულ ჯარს, ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება მოყვებოდა.



XS
SM
MD
LG