ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰონდურასში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ


მას შემდეგ რაც 5 თვის წინ პრეზინდეტი მანუელ ზელაია თანამდებობიდან გააძევეს, ჰონდურასში ახალ პრეზიდენტს ირჩევენ.

უკანასკნელი საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, კონსერვატორი პორფილიო "პეპე" ლობო, ოპოზიციური ნაციონალური პარტიიდან, არჩევნების ლიდერი კანდიდატია. ის ზელაიას თანაპარტიელ, ლიბერალ ელვინ სანტოსს 16 პროცენტით უსწრებს, სანტოსი ივნისში პრეზიდენტ ზელაიას გაძევებაში აქტიურად მონაწილეობდა.

სანტოსის მსგავსად, პორფილიო "პეპე" ლობო პრეზიდენტ ზელაიას გადაყენებას მხარს უჭერდა. ამას ივნისსი ღარიბი ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოს საერთაშორისო იზოლაცია მოყვა.

ყოფილი პრეზიდენტი ზელაია, რომელც ჰონდუარსში, ბრაზილიის საელჩოში რჩება, მხარდამჭერებს არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს.


XS
SM
MD
LG