ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრ სახლში დაუპატიჟებელი სტუმრები შეიპარნენ


თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა უკვე გააკეთეს კომენტარი სამშაბათს მომხდარი ფაქტის შესახებ. საუბარია დაუპატიჟებელი სტუმრების გამოჩენაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამართული სახელმწიფო სადილის დროს ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მანოჰან სინღის საპატივცემულოდ.

თეთრმა სახლმა კომენტარი ამ ინციდენტის შესახებ მას შემდეგ გააკეთა, რაც შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა, რომელიც პრეზიდენტის უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი განაცხადა, რომ ვერ შეძლეს იმის გადამოწმება, თუ როგორ აღმოჩნდნენ მიშელ და ტარექ სალაჰები სტუმრების სიაში.

საიდუმლო სამსახურის დირექტორმა მარკ სალივანმა განაცხადა, რომ სააგენტო უკიდურესად არის შეშფოთებული მომხდარით. მისი თქმით, გამოძიება გაგრძელდება და მიღებული იქნება ზომები, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.


XS
SM
MD
LG