ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლოს ანჟელესში 1961 წლის სამშვიდობო მსვლელობისადმი მიძღვნილი ფოტო გამოფენა იმართება


1961 წლის 4 მაისს ამერიკელმა ხალხმა ჩვეულ გზას გადაუხვია და კურსი სამოქალაქო უფლებათა მოძრაობისკენ აიღო. 7 შავი და 6 თეთრი მოქალაქე ორი ავტობუსით უზენაესი სასამართლოს მიერ ახლად მიღებული კანონის გამოსაცდელად სამხრეთ შტატებში გაემართნენ. ანისტონში, ალაბამაში 1000 თეთრკანიანისგან შემდგარმა ბრბომ ერთ-ერთ ავტობუსს ცეცხლ გამჩენი ბომბები დაუშინა და სამოქალაქო კანონის აცტივისტებს სცემა. ინციდენტმა ქვეყანაში ბევრი გააღიზიანა. ასობით ადამინმა მათთან შეერთება ავტობუსებითა და მატარებლით გადაწყვიტეს. ამ ტალღამ "სამშვიდობო მსვლელობა" სახელი მიიღო.

ლოს ანჟელესში სკირბალის ცენტრში მოძრაობა "სამშვიდობო მსვლელობის" მოხალისეთა ფოტოებია გამოფენილი. ბევრი მათგანი სამხრეთელმა პოლიციელებმა სცემეს და დააპატიმრეს. სკირბალის გამოფენა 40 თავისუფლებისკენ მიმავალი ადამიანის ცხოვრებას ინეტრვიუების და თანამაედროვე ფოტო-პორტრეტების საშუალებით ასახავს.

ფოტოები და ინტერვიუები ერიკ ეზერიდგმა შეკრიბა და იმავე სახელწოდების წიგნი 80 მდე ადამინის ისტორიად გამოსცა. "ფოტოები სრულიად გასაოცარია. ისინი ბრძოლის ქარცეცხლშია გადაღებული, მას შემდეგ რაც ეს ხალხი დაიჭირეს."

ფოტოკოლექციას ახალგაზრდა თეთრი ქალის, ჯორჯია სიეგელის ფოტო ამშვენებს. მას ახსოვს, როდესაც ტელევიზორში ხალხის ცემის კადრებს უყურებდა რამაც შთააგონა ამ მოძრაობას შეერთებოდა."მოულოდნელი იყო იმის ყურება როგორ აგდებდნენ ხალხს ავტობუსებიდან და ბეისბოლის ხელჯოხებით სცემდნენ, შევძრწუნდი. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა თითქოს ეს ჩემს ქვეყანაში არ ხდებოდა."

სიეგელი ავტობუსს კალიფორნიიდან ახალ-ორლეანში გაყვა, სადაც მას წინააღმდეგობა შეხვდა ჯექსონში, მისისიპიში ჩასვლამდე. ის დაიჭირეს და მცირე ხნით ქვეყნის გამოსასწორებელ სახლში მოათავსეს.

ჰელენ სინგლეტონი და მისი ქმარი, რობერტი, აფრო-ამერიკელები არიან, ბევრი შავკანიანი ამერიკელის მსგავსად, ისინი ჩრდილოეთში ცხოვრობენ, მაგრამ ფესვები სამხრეთიდან აქვთ. 1961 წელს პარჩმანის გამოსასწორებელ სახლში ისინიც მოხვდნენ. "გზად საჭმელად ვერსად გავჩერდით, რადგან არც ერთ ობიექტზე ფერადკანიანებს არ ემსახურებოდნენ. დღემდე მახსოვს რომ ვიფიქრე რაღაც უნდა გამეკეთებინა, რაც ბებიის სახლში მიმიყვანდა."

რობერტ სინგლეტონი ამბობს, რომ "სამშვიდობო მსვლელობიდან" წლების შემდეგ, ფერადკანიანის ამერიკის პრეზიდენტად არჩევამ 1961 წლის მოვლენები სხვა კუთხით დაანახა.

"მაშინ არ ვიცოდით, რომ 1961 წლის 4 აგვისტოს როდესაც ჩვენ გამოსასწორებელ სახლში წაგვიყვანე, შავკანიანი ბავშვი დაიბადა, რომელიც შემდგომ, ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უნდა გამხდარიყო. ის სწორედ იმგვარი პიროვნება აღმოჩნდა რომლისთვისაც ყველა სასჯელის ატანა და თავგანწირვით ბრძოლა ღირდა."


XS
SM
MD
LG