ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოსფორის სრუტის ქვეშ გრანდიოზული პროექტი დაიწყო


ძველი და თანამედროვე სამყაროს დაკავშირება კიდევ უფრო მეტად გაადვილდება ბოსფორის სრუტეში ზღვის დინების ქვეშ გამავალი გვირაბის პროექტის დასრულების შემდეგ. ამ გრანდიოზულ წამოწყებას, გვერდით მდებარე მარმარილოს ზღვის მიხედვით, მარმარილოს პროექტი ეწოდა, უზარმაზარი სარკინიგზო გვირაბის საშუალებით აზია და ევროპა ერთმანეთს რკინიგზით დაუკავშირდება.

მანამდე კი აუცილებელია არექოლოგიური სამუშაოების განხორციელება, რათა მომზადდეს შესაბამისი ნიადაგი სატრანპროტო არხის გასაჭრელად. აქ ხომ სულ ცოტა 1000 წლოვანი ისტორიული მემკვიდრეობა შეიძლება აღმოჩნდეს, უამრავი ჩაძირული საზღვაო ხომალდის გათვალისწინებით.

არქეოლოგიურ სამუშაოებს ზეინაბ კიზილთანი ხელმძღვანელობს. ის სტამბოლის არექოლოგიური მუზეუმის დირექტორია.

მისი თქმით, მეოთხე საუკუნეში აშენებული პორტი მეთერთმეტე საუკუნის ბოლომდე მოქმედებდა. აქ გამავალი გემები ქალაქს პროდუქტით ამარაგებდნენ. განსაკუთრებით ინტენსიური სახომალდო მოძრაობა ეგვიტიდან ხორციელდებოდა. ზეინაბი ამბობს, რომ აქ იმ დროინდელი საერთაშორისო მნიშვნელობის საპორტო ქალაქი იყო.

თუმცა არქეოლოგიური სამუშაოების წარმოება უდიდეს შრომასთან და მოთმინებასთან არის დაკავშირებული. აქრეოლოგებს ბოსფორის დინების ქვეშ 50 მეტრის სიღრმეში უწევთ მუშაობა, რასაც ალბათ სამი წელი დასჭირდება. თუმცა, ამ სამუშაოების განხორციელება პროექტის შედეგის მიხედვით ნადვილად ღირს. ხოლო როდესაც გვირაბის მშენებლობა დასრულდება, ბოსფორის გავლით მატარებლები ყოველდღეიურად მილიონობით მგზავრის გადაყვანას შეძლებენ. პროექტის ხელმძღვანელი და მტავარი ინჟინერი ემრე კანი ამ გრანდიუზული წამოწყების შედეგებს ფილოფიურად აფასებს:

„ჩვენი პროექტის დაწყება სამი წლით არის გადადებული. ამან რასაკავირველია გაზარდა პროექტის ღირებულებ, თუმცა ჩვენ ამ პროექტის შედეგებს თითქმის საუკუნეა ველით. ასე რომ სამი დამატებითი წელიწადის მოცდა ჩვენ არაფერს გვავნებს."

არქეოლოგიურ სამუშაოებს აფერხებს რუსული ნავთობით დატვირთული ტანკერების გავლა ბოსფორის სრუტეში. თუმცა აქრეოლოგების ხელმძრვანელი ზეინაბი ამბობს, რომ მთვარობა ამ გარემოებას ითვალისწინებს და შესაბამისად მათ აქვთ იდმენი დრო რამდენიც სამუშაების დასრულებას დასჭირდება



XS
SM
MD
LG