ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ციხიდან 12 პატიმარი გაიპარა


ავღანეთის ოფიცილური პირების განცხადებით,ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ციხიდან 12 პატიმარი გაიპარა. როგორც პოლიცია იტყობინება, ფარას პროვინციიდან ტუსაღები გათხრილი გვირაბის საშუალებით გაიპარნენ. მეცამეტე პატიმარი კი გაქცევის დროს დააკავეს. ამას გარდა ქაბულში დღეს გამთენიისას დიდი აფეთქება მოხდა, რომელმაც ქალაქის ცენტრი შეაზანაზარა. სამართალდამცავების თქმით აფეთქება სანაგვე ყუთში ჩაგდებული ბომბის შედეგად მოხდა. ინცინდენტს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის განცხადებით უფრო მეტად ხმაურის და ხალხის დაშინების მიზნით იყო დადებული და არა მათ დასაშავებლად.

ავღანეთის ოფიცილური პირების განცხადებით, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ციხიდან 12 პატიმარი გაიპარა. როგორც პოლიცია იტყობინება, ფარას პროვინციიდან ტუსაღები გათხრილი გვირაბის საშუალებით გაიპარნენ. მეცამეტე პატიმარი კი გაქცევის დროს დააკავეს.

ამას გარდა ქაბულში დღეს გამთენიისას დიდი აფეთქება მოხდა, რომელმაც ქალაქის ცენტრი შეაზანაზარა. სამართალდამცავების თქმით აფეთქება სანაგვე ყუთში ჩაგდებული ბომბის შედეგად მოხდა. ინცინდენტს ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასაფეთქებელი მოწყობილობა პოლიციის განცხადებით უფრო მეტად ხმაურის და ხალხის დაშინების მიზნით იყო დადებული და არა მათ დასაშავებლად.


XS
SM
MD
LG