ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი თალიბ მეამბოხეებს განიარაღებისა და მთავრობასთან შერიგებისკენ მოუწოდებს.
ეს განცხადება პრზიდენტმა კარზაიმ დღეს ,მუსლიმანური დღესასწაულის ეიდ-ალ-ადჰას აღნიშვნისას, პრეზიდენტის სასახლიდან გააკეთა. პრეზიდენტმა თალიბ მეამბოხეებს „თანამოძმეები“ უწოდა და სამშობლოსთან დაპირისპირებულ შიდა ძალებს -მთავრობასთან შერიგება და საერთო საქმის კეთება ურჩია.
პრეზიდენტმა კარზაიმ ეს მიმართვა თალიბი ლიდერის მულა ომარის განცხადების შემდეგ გააკეთა. ორი დღის წინ თავად თალიბთა თავკაცმა პრეზიდენტთან მოლაპარაკებებზე კატეგორიული უარი განაცხადა და ავღანელებს „ტაკიმასხარა მთავრობასთან“ ყოველგვარი კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდა .