ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბა მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს


კუბა მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომლის მიზანიც, შეერთებული შტატებიდან შესაძლო შემოჭრის აღკვეთაა. მანევრები სახელწოდებით „ბასტიონი 2009“ ხუთშაბათს დაიწყო და კიდევ 2 დღეს გაგრძელდება. წვრთნებში ჩართული სამხედროების რაოდენობა უცნობია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით კი, თეთრ სახლს კუბაზე შეჭრის მიზანი არ ამოძრავებს. ობამას თქმით, მის ადმინისტრაციას განზრახული აქვს კუბასთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაორმხრივი ინტერესების საფუძველზე. თუმცა, მისივე თქმით, შემდგომი ნაბიჯების გადადგმა უკვე კუბაზეა დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG