ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რომან პოლანსკის ციხიდან ორშაბათამდე არ გამოუშვებენ


შვეიცარიის ოფიციალური პირების განცხადებით, ოსკარის ჯილდოს მფლობელს რეჟისორ რომან პოლანსკის ციხიდან ორშაბათამდე არ გამოუშვებენ.

შვეიცარიის იუსტიცის სამინისტროს პრესმდივანმა ფოლკო გალიმ დღეს განაცხადა, რომ გარკვეული დრო არის საჭირო პოლანსკის შიდა პატიმრობის პირობების მოსაგვარებლად. რომან პოლანსკის თავდებით უშვებენ და გირაოს თანხა 4, 5 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

პოლანსკის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება შვეიცარიის ხელისუფლებამ ოთხშაბათს მიიღო. ცნობილ რეჟისორს შეერთებული შტატების სამართალდამცავები 1977 წელს 13 წლის გოგონასთან სექსუალურ ურთიერთობას უყენებენ ბრალად.

XS
SM
MD
LG