ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს ატომური სააგენტო კენჭს უყრის ახალ რეზოლუციას ირანის მიმართ


დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მმართველთა საბჭო, რომელშიც 35 წევრი შედის კენჭს უყრის გაეროს რეზოლუციას, რომელშიც აკრიტიკებენ ირანის პროგრამას და მოითხოვენ ურანის გამდიდრების მანამდე გასაიდუმლოებული ობიექტის მშენებლობის შეწყვეტას და იმის დადასტრებას, რომ მას მეტი გასაიდუმლოებული ბირთვული ობიექტები არ გააჩნია. ამ ორგანიზაციის წევრები ვენაში ატარებენ დებატებს ამ საკითხის ირგვლივ. თუ რეზოლუცია დაამტკიცეს ეს პირველი ამგვარი პრაქტიკული ნაბიჯი იქნება საერთაშორისო ატომური სააგენტოს მხრივ ირანის მიმართ 2006 წლის შემდეგ. ამ ორგანიზაციაში ირანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ რეზოლუციას მიიღებენ ირანი შეამცირებს მის თანამშრომლობას ამ ორგანიზაციასთან.

XS
SM
MD
LG