ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის სამომავლო სტრატეგიაზე ობამა განცხადებას გააკეთებს


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს,რომ სულ მალე იგი ავღანეთის სამომავლო სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხს გადაწყვეტს და ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რაოდენობის ზუსტ რიცხვს ოფიციალურად გამოაცხადებს.

პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი ხალხი თეთრი სახლის გადაწვეტილების შესახებ მომავალ კვირას -მადლიერების დღის დღესასწაულის შემდეგ შეიტყობს.

პრეზიდენტის განცხადებით,ამერიკის შეერთებული შტატები უნდა დარწმუნდეს იმაში,რომ ავღანეთში სტაბილური მდგომარეობაა და ალ ყაიდას დაჯგუფებასა და მის მხარდამჭერებს რეგიონში ეფექტური მოქმედების საშუალება არ გააჩნიათ.

XS
SM
MD
LG