ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის პრემიერ მინისტრი განაგრძობს ვიზიტს აშშ-ში


სამშაბათს თეთრს სახლში ინდოეთის პრემიერ მინისტრთან მანმოჰან სინგთან შეხვედრისას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღნიშნა:

„ ამერიკა -ინდოეთის თანამშომლობა 21საუკუნეში მსოფლიოსთვის ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა"-ციტატის დასასრული

ორი ქვეყნის მეთაურმა პირობა დადო,რომ ყველა ღონეს იხმარს გლობალური ეკონომიკის აღორძინებისთვის ,კლიმატური ცვლილებების შეჩერების გაუვრცელებლობის და ტერორიზმის დამარცხებისთვის ბრძოლაში.

ინდოეთის პრემიერ მინისტრი მანმოჰან სინგი თეთრ სახლში, მის საპატივცემულოდ გამართულ წვეულებაზე, განსაკუთრებული პატივით მიიღეს.აღსანიშნავია,რომ მსგავსი სიდიდის უცხოეთის სახელმწიფო მეთაურისადმი მიძღვნილი საზეიმო წვეულება პირველია მას მერე,რაც პრეზიდენტი ობამა ქვეყნის სათავეში მოვიდა.

ინდოეთის პრემიერ მინისტრი მანმოჰან სინგი გააგრძელებს ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღეს იგი ვაშინგტონში კონფერნეციას გამართავს,რომელზეც ინდოეთი-ამერიკის სამომავლო ურთიერთობებზე იქნება საუბარი.


XS
SM
MD
LG