ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ანტი-მუსულმანური აგიტაცია აშშ-ში


დინა ელსანავი ამერიკაში მცხოვრები რიგითი მუსლიმია. ის 24 წლისაა და ერთ-ერთ ამერიკულ საკონსულტაციო კომპანიაში ტექნიკურ რედაქტორად მუშაობს.

მას შემდეც რაც 5 ნოემბერს ამერიკის ჯარის ფსიქიატრმა, მაიორმა მალიკ ნიდალ ჰასანმა, ტეხასის შტატში, ფორდ ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 ადამინი მოკლა და 40 დაჭრა, დინა საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე ღელავს.

"ვფიქრობ ამერიკაში ანტი-მუსულმანური აგიტაცია არ უდნა დაიწყოს, მითუმეტეს როცა საქმე ცალკეულ ადამიანებს ეხაბათ, რომლებიც 11 სექტემბრის ტრაგედიაში თუ სხვა დანარჩენში დამნაშავენი არიან"

ნავარ შორა ამერიკელ არაბთა ანტი-დისკრიმინაციული კომიტეტიდან, ამბობს რომ ანტი-მუსლიმური გამოსვლები ინტერნეტის საშუალებით უკვე დაწყებულია.

"მედია საშინელ ანტი-მუსლიმურ აგიტაციას ეწევა, ვრელავ ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრებზე არ აისახოს." დინა ღელავს, რომ ამერიკელი მუსლიმებისთვის იგივე გამეორდება, რაც 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ იყო.

-„ჩვენ აქ წლებია ვცხოვრობთ, ჩვეულებრივ სამსახურებში ვმსახურობთ, ყველგან არიან ცუდები და კარგები, არ მიდნა ჩემი შვილი ვინმემ ტერორისტად მიიღოს და ამის გამოს მას შეურაცხყოფა მიაყენოს."

ეჭვმიტანილი მალიკ ჰასანი ამერიკის მოქალაქე, წარმოშობით პალესტინელია. ის ფორდ ჰუდის სამხედრო ბაზაზე მენტალური პრობლემების მქონე სამხედროებთან ფსიქიატრად მუშაობდა. ინციდენტამდე რამდენიმე ხნით ადრე მან კონფლიქტურ რეგიონში გამგზავრების ბრძანება მიიღო. კოლეგებთან საუბრისას ის ხშირად აფიქსირებდა, რომ ეწინააღმდეგებოდა ამერიკული სამხედრო შენაერთების ერაყსა და ავღანეთში ყოფნას.

პენტაგონში აცხადებენ, რომ თავდაცვის დეპარტამენტს ჯარის მეთაურთათვის სპეციალური დირექტივები აქვს, კერძოდ ბროშურები, სადაც გაწერილია რედიკალურად განწყობილი სამხედროების ამოცნობის და შემდეგ რეაგირების წესები. თუმცა ამერიკული არმიის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი, გადამდგარი გენერალი ჯეკ კეინი ამბობობს რომ ამ ბროშურებში რადიკალური დისკრიმინაციის ელემენტებია.

- „მე ვეჭვობ, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ ჩვენს სამოქმედო გეგმებს გადახედვა დასჭირდება, რათა ვიცოდეთ რადიკალური ისლამისთვის დამახასიათებელი ქცევები და მასთან დამოკიდებულება" გენერალი კეინი ასევე თვლის, რომ საჭიროა მეთაურთათვის სპეციალური მეგზურები, რათა მათ მუსლიმ მეამბოხეთა ამოცნობა შეძლონ, ან ინსტრუქციები თუ როგორ იმოქმედონ როდესაც მათ საკუთარ რიგებში წააწყდებიან, მაგრამ გენერალი იქვე დასძენს, რომ ეს არ უდნა ეფუძნებოდეს, იმ ათასობით მუსლიმის უფლებებების შელახვას, რომელიც ამერიკულ ჯარში მსახურობს.-„ჩვენ ტოლერანტული და მრავალფეროვანი ღირებულებების პატივისმცემელი ერი ვართ. თუმცა საფრთხე უნდა დავინახოთ და მასთან გამკვავებაც უნდა ვიცოდეთ."

ამერიკელ-მუსლიმთა ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენელი, იბრაჰიმ ჰუპეტი გენერალს ეთანხმება და ამბობს, რომ

„ყველასთვის ნათელია, როდესაც ვინმე ექსტრემისტულ შეხედულებებს აფიქსირებს, ისინი ან პოლიტიკურია ან რელიგიური. და მსგავსი სახის განცხადებებისთვის ადამიენებს ზემდგომთაგან და შესაბამისად უნდა მოეკითხებოდეთ."

თუმცა ჰუპერი იმასაც ამობობს, რომ ჯარში სიფრთხილეა საჭირო, რათა ზედმეტი კონტროლი ანტიმუსლიმურ კამპანიაში არ გადაიზარდოს.

ამერიკის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურები, ფორთ ჰუდშ მომხდარი ინციდენტის გამოძიებას განაგრძობენ. ამის პარალელურად ინტერნეტის საშუალებით ანტი-მუსულმანური მოწოდებები სულ უფრო ხშირია.


XS
SM
MD
LG