ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეირანი 100 პროცენტიან გარანტიას ითხოვს


ირანმა განაცხადა, თუ ის ბირთვული რეაქტორისთვის საჭირო საწვავს მიიღებს, წინააღმდეგი არ იქნება დაბალ ხარისხიანი ურანი გასამდიდრებლად სხვა ქვეყანაში გააგზავნოს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის რამინ მეჰმანპარასტის თქმით, თეირანს 100 პროცენტიანი გარანტია სურს იმისა, რომ ურანი ბირთვულ საწვავში დაუყოვნებლივ გადაიცვლება.

ირანი და დასავლეთის ექვსი ბირთვული სახელმწიფო აქამდე ვერ შეთანხმდნენ გაეროს მიერ შემოთავაზებულ წინადადებაზე, რომელიც ირანის მიერ ურანის საზღვარდაგეთ გაგზავნას ითვალისწინებს.


XS
SM
MD
LG