ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფხაზეთის მკვიდრი  რუსმა სამართალდამცველებმა ცემით მოკლეს


მოსკოვის მილიციის სამმართველოს განცხადებით, ეჭვმიტანილი სამი რუსი მილიციელი დაპატიმრებულია ქართველი მამაკაცის ცემისა და მკვლელობის ბრალდებით. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის მილიციის წარმომადგენელმა ვიქტორ ბრიუკოვმა განაცხადა, რომ დანაშაულში ასევე ეჭვმიტანილია იმ განყოფილების უფროსი, სადაც დაკავებული ოფიცრები მუშაობდნენ.

გავრცელებული ცნობის თანახმად, მილიციის თანამშრომლები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, როდესაც მათ ცემა დაუწყეს ორ მოქალაქეს. ისინი წარმოშობით საქართველოს სეპარატისტული ტერიტორიიდან - აფხაზეთიდან არიან. ერთ-ერთი მათგანი მიყენებული დაზიანების შედეგად მოგვიანებით გარდაიცვალა. ეჭვმიტანილებმა დანაშუალი აღიარეს.

XS
SM
MD
LG