ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ფრთხილ პოზიციას იკავებს თალიბებთან კონტაქტის საკითხზე


აშშ-სსახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა, რომ აშშ არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ავღანეთის სამშვიდობ ომოლაპარაკებებში თალიბები ჩართონ, თუმც აფრთხილებს ქაბულის მმართველ წრეებს დიდი სიფთხილე გამოიჩინონ. კლინტონმა აღნიშნა, რომ მსგავსი მოლაპარაკება უნდა აღრმავებდეს სტაბილობასა და სამშვიდობო პროცესს ავღანეთში და არ უნა უთხრიდეს მას ძირს. ამ ფონზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას დაგეგმილი აქვს ეროვნული უშიშროების გუნდის შეხვედრა, რათა განიხილონ ავღანეთში დამატებით 40 000 სამხედრო მოსამსახურის გადასროლის საკითხი. ობამას ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ პრეზიდენტი ობამა ძალზე დიდ ხანს უნდება იმის დადგენას გააგზავნოს თუ არა ავღანეთში ეს ძალები.

XS
SM
MD
LG