ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის პრემიერ-მინისტრი შეერთებულ შტატებშია


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მანმოჰან სინგჰი შეერთებულ შტატებში ოთხდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. ბატონი სინგჰი ხვალ პრეზიდენტ ობამას შეხვდება. ლიდერები ავღანეთის ომისა და პაკისტანის საკითხებს განიხილავენ. დელის აშფოთებს ის, რომ ავღანეთის ომი პაკისტანის დესტაბილიზაციას უწყობს ხელს. ინდოეთის პრემიერმა „სი ენ ენის“ ტელეარხის ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით შეერთებული შტატებისა და პაკისტანის ზრახვები ავღანეთთან მიმართებაში ერთმანეთს არ ემთხვევა. მან აგრეთვე შეშფოთება გამოხატა იმის თაობაზეც, რომ პაკისტანის ბირთვული არსენალი შეიძლება ექსტრემისტების ხელში აღმოჩნდეს.

XS
SM
MD
LG