ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიკარაგუას ქუჩებში დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა


ნიკარაგუას ქუჩებში დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტად კვლავ დანიელ ორტეგას შესაძლო არჩევის გამო. დაახლოებით 40 000 დემონსტრანტი გუშინ ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში შეიკრიბა. ისინი ბატონ ორტეგას დიქტატურის შექმნაში ადანაშაულებენ. გუშინდელი პროტესტი ერთ წლისთავს აღმიშნავს მას შემდეგ, რაც ორტეგას მმართველმა სანდინისტას პარტიამ, ოპოზიციის თქმით, ადგილობრივი არჩევნები გააყალბა და ხელისუფლებაში დარჩა. მანაგუას სხვა უბანში ოპოზიციის დემონსტრაციის პარალელურად ორტეგას მხარდამჭეთა მიტინგიც მოეწყო.

XS
SM
MD
LG