ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანძარი ავსტრალიაში


ათასზე მეტი მეხანძრე ცდილობს ავსტრალიის შტატ ნიუ საუთ ველსში ასამდე ხანძრის ჩაქრობას. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით სამი რაიონი საგანგებო მდგომარეობაშია, სადაც ხანძარი საცხოვრებელ უბნებს უახლოვდება.

ნიუ საუთ ველსი ვიქტორიას შტატს ესაზღვრება, სადაც ცხრა თვის წინ ხანძარმა 210 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამხრეთ ავსტრალიის სამხრეთში უკვე რამდენიმე თვეა რეკორდული სიცხე და გვალვაა.


მეხანძრეების თქმით, ხანძრების ბოლის დანახვა სიდნეიდანაც შეიძლება. სიდნეიში დღეს ჰაერის ტემპერატურა 40 ცელსიუსს აღემატებოდა.


XS
SM
MD
LG