ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზას  სექტორზე საჰაერო იერიშები განხორციელდა


ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო იერიშები იქნა მიტანილი ღაზას სექტორში მდებარე ერთ-ერთ ქარხანასა და გვირაბზე, რომელიც ღაზას სექტორს ეგვიპტესთან აკავშირებს. ოპერაციის შედეგად დაახლოებით შვიდი ადამიანი დაშავდა.

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, საჰაერო იერიში მას შემდეგ განხორცილედა, რაც ღაზას სექტორიდან სამხრეთ ისრაელის მიმართულებით ყუმბარა იქნა ნასროლი. ყუმბარის აფეთქებას ისრაელში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საჰაერო იერიშამდე ერთი დღით ადრე ჰამასმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში არსებულ პალესტინურ მეამბოხე დაჯგუფებებთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწია.ეს დაპირისპირება იმის ფონზე ხდება, რომ ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ღაზას სექტორში ებრაული დასახლებების აშენება „გაპოლიტიკურებული“ საკითხია. პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის თქმით კი, სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი არ განახლდება ისრაელის მიერ დასახლებებლის მშენებლობის შეწყვეტამდე.


XS
SM
MD
LG