ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი საჰაერო წვრთნებს იწყებს



ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იუწყება რომ ქვეყნის სამხედრო ძალებმა ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმის მოგერიების მიზნით საჰაერო თავდაცვითი წვრთნა დაიწყო. სამხედრო ძალების ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად სამხედრო წვრთნების მასშტაბი რომელიც ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება ირანის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ ტერიტორიების 600 კვადრარატული კილომეტრის ფართობს მოიცავს. ირანის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი გენერლის აჰმად მიგჰანის განცხადებით წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს რევოლუციური გვარდიაც და სხვა სამხედრო შენაერთები.

წვრთნებისას გათამაშდება ირანის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმისს და თავდაცვის სცენა. ირანმა უკვე არაერთხელ ჩაატარა მსგავსი ტიპის სამხედრო წვრთნა. აშშ-ი და ისრაელი არ გამორიცხავენ სამხედრო ზომების მიღებას თუ ირანთან დიპლომატიური მოლაპარაკება ჩაიშალა. გუშინ , ირანის ერთერთმს სულიერმა მოძღვარმა მოჯთაბა ზოლნურმა განაცხადა რომ თუ ისრაელი ირანზე თავდასხმას განახორციელებს, ირანი ისრაელის ქალაქ თელავივზე მიიტანს სარაკეტო თავდასხმას.


XS
SM
MD
LG