ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დაპირისპირება ერაყის პარლამენტში



დღეს ერაყის კანონმდებლები კიდევ ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ერაყის პარლამენტი იმ პოლიტიკური დაპირისპირების აღმოფხვრას ცდილობs რომელიც საარჩევნო კანონის მიღებასთან არის დაკავშირებული. ახალი საარჩევნო კოდექსი იანვარში დაგეგმილი არჩევნებისთვისაა საჭირო. გასულ კვირას ვიცე პრეზიდნტმა ტარიქ ალ ჰაშიმიმ შემოთავაზებულ კანონპროექტს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ ის საზღვარგარეთ მცხოვრები ერაყელებისთვის საკმარის წარმომადგენლობას არ უზრუნველყოფს. ამ ერაყელების უმრავლესობა სუნიტი არაბია.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კანონპროექტის გაჩერება გამოიწვია. პარლამენტმა უნდა შეიტანოს შესწორება საარჩევნო კონანონპროექტის იმ დეტალებზე რომელზეც ტარიქ ალ ჰაშიმმა გაამახვილა ყურადრება ან კვლავ გადააგზავნოს საპრეზიდენტო საბჭოში, სადაც სავარაუდოდ ხელუხლებელ კანონპროექტს ვეტო დაედება.. ერაყელმა კანონმდებლებმა განაცხადეს რომ ამ პოლიტკური დაპირისპირების აღმოფხვრისთვის საჭიროა დრო. როგორც ერაყის საარჩევნო კომისია აცხადებს საარჩევნო კოდექსის მიღების შეფერხება იანვარში დაგეგმილ არჩევნებს შეაყოვნებს.


XS
SM
MD
LG