ქეროლინ ფრენჩმა უნივერსიტეტი ახლახანს დაამთავრა. ის თვლის, რომ საზღვარგარეთ სწავლამ მისი მსოფლმხედველობა უკეთესობისკენ შეცვალა. ქეროლინი ესპანეთში, არგენტინასა და ბრაზილიაში სწავლობდა. მისი თქმით, უცხო ენების ცოდნა არსებითად მნიშვნელოვანია. “ჩემთვის ეს მართლაც აუცილებელია, რადგან მაგისტრი ხარისხი ლათინური ამერიკის უმაღლეს სწავლებებში, ბევრს არაფერს ნიშნავს ესპანურ და პორტუგალიურ ენებზე დანარჩენ სტუდენტებტან კომუნიკაციის საშუალების არ ქონის გარეშე. “
ჯუდი მაკჰელი, სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეა, ის ამბობს რომ, “ჩვენი რწმენით, საზღვარგარეთ განათლების მიღება ამერიკელ სტუდენტებს გლობალური ეკონომიკის უკეთ გაგებაში დაეხმარება.” ჩატარებულმა პრესს-კონფერენციაზე ითქვა, რომ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუდენტთა რიცხვმა ამერიკაშიც 8 პროცენტით მოიმატა. მხოლოდ ჩინეთიდან ჩამოსული სტუდენტების რაოდენობა ბოლო წლებში 21 პროცენტზე მეტია. ამერიკაში ყველაზე მეტ სტუდენტს კი ინდოეტი აგზავნის. საზღვარგარეთიდან ჩამოსული სტუდენტები ამერიკაში ძირითადად ბიზნეს მენეჯმენტს, საინჟინრო და მათემატიკურ მეცნიერებებს სწავლობენ. საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტში ამბობენ, რომ სტუდენტები თავს ან მშობლების დახმარებით, ან საკუთარი სახსრებით ინახავენ და ამერიკის ეკონომიკას 17 მილიარდი დოლარით ეხმარებიან. პეგი ბლუმენტალი, საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტის წარმომადგენელია. “ჩვენ სტუდენტებს, ამერიკულ ღირებულებებზე დაყრდნობით, მაპროფილებელ განათლებას ვაძლევთ, ისე რომ სპეციალისტად ჩამოყალიბების შემდეგ ,ისინი თავიანთ ქვეყანებში ამერიკის უკეთესი გაგებით დაბრუნდებიან” ბლუმენტალის თქმით, ამერიკელი სტუდენტების უმრავლესობა საზღვარგარეთ სასწავლებლად გამგზავრებას სოციალური მეცნიერებების შესწავლის სურვილით, ევროპითა და ლათინო ამერიკით იწყებს. 20 პროცენტზე მეტი ჩინეთსა და ინდოეთში მიდის.
ქეროლინ ფრენჩის თვლის რომ სწავლების ხარისხი ყველგან კარგია: “ჩვენთვის მთავარია მივხვდეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარდა მსოფლიოში კიდევ ბევრი ქვეყანა არსებობს. გლობალურ საბაზრო ეკონომიკაში, ჩვენ უფრო კონკურენტუნარიანები უნდა გავხდეთ.” საერთაშორისო სწავლებათა ინსტიტუტში აცხადებენ, რომ 3 მილიონზე მეტი სტუდენტი დღეს განათლებას საზრვარგარეთ იღებს. 2025 წლისთვის ეს ციფრი სავარაუდოდ 8 მილიონამდე გაიზრდება.