ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დებატები სენატში



სენატში დემოკრატების მიერ წაყენებული ჯანდაცვის რეფორმის გადამწყვეტი კენჭის ყრის პროცესი დასრულდა. ამ კენჭისყრამ, რომელშიც დემოკრატებმა 100 დან 60 ხმა მოაგროვეს, განსაზღვრა სენატში კანონპროექტის ირგვლივ საბოლოო დებატების წარმოება. როგორც რესპუბლიკელი სენატორები აცხადებენ, 2000 გვერდიანი კანონპროექტი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ბიუროკრატიას კიდევ უფრო გაზრდის. ამავე განცხადების თანახმად ახალი კანონპროექტი მილიონობით ამერიკელს ჯანდაცვის დაზღვევის გადასახადს გაუზრდის.


როგორც რესპუბლიკელი სენატორი მაიკ კრაპო აცხადებს, შემოთავაზებული გეგმა არ წარმოადგენს ჯანდაცვის სისტემის რეალურ რეფორმას , ეს გაზრდის როგორც დასაზღვევი პირების გადასახადებს, ისე მთლიანად სამედიცინო მომსახურებას.


XS
SM
MD
LG