ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პარლამენტი საარჩევნო კანონზე მსჯელობს


ერაყის პარლამენტი დღეს იმ პოლიტიკური დაპირისპირების გადაწყვეტას ეცდება, რომელიც საარჩე ვნო კანონის მიღებასთან არის დაკავშირებული. ახალი საარჩევნო კოდექსი იანვარში დაგეგმილი არჩევნებისთვისაა საჭირო.

გასული კვირას ვიცე პრეზიდნტმა ტარიქ ალ ჰაშიმიმ შემოთავაზებულ კანონპროექტს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ ის საზღვარგარეთ მცხოვრები ერაყელებისთვის საკმარის წარმომადგენლობას არ უზრუნველყოფს. ამ ერაყელების უმრავლესობა სუნიტი არაბია. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ კანონპროექტის გაჩერება გამოიწვია.

ერაყის პარლამენტი დღეს გადაწყვეტს იმას, ჰქონდა თუ არა ვიცე პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადების კონსტიტუციური უფლება.



XS
SM
MD
LG