ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა ავღანეთში  გამძვინვარებულ კორუფციას შეებრძოლება


აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი რობერტ გეითსი აცხადებს, რომ აშშ-ი ავღანეთის დახმარებისთვის გათვალისწინებულ კონტრაქტებზე კონტროლს გაამკაცრებს.

მისივე თქმით ეს ღონისძიება ავღანეთში გამძვინვარებული კორუფციის წინააღმდეგაა მიმართული.

რობერტ გეიტსმა განცხადება პარასკევს კანადაში საერთააშორისო თავდაცვის სამიტზე გააკეთა. მან დასძინა, რომ ავღანეთის განვითარებისთვის დიდი თანხები მიედინება საერთაშორისო ფონდებიდან , რომელსაც კონტროლი ესაჭიროება.

აშშ-ის სამხედრო ძალების გამოყვანის თაობაზე თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ვადები დამოკიდებული იქნება ავღანეთში არსებულ სიტუაციაზე.


XS
SM
MD
LG