ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დალაი ლამამ პრეზიდენტ ობამას მადლობა გადაუხადა 


ტიბეტის სულიერმა ლიდერმა დალაი ლამამ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს ბარაქ ობამას იმისთვის რომ მან ჩინეთში ვიზიტის დროს წამოჭრა ტიბეტის საკითხი. დალაი ლამამ აღნიშნა რომ მადლიერია იმისთვის რომ, ეს პრობლემა ობამამ მნიშვნელოვნად ჩათვალა და ისაუბრა ამაზე როგორც ღიად ისე კულუარებშიც.

შეგახსენებთ რომ ჩინეთში ვიზიტის დროს ამერიკის პრეზიდენტმა ტიბეტის თაობაზე თავის კოლეგას ჰუ ჯინტაოს ესაუბრა და მოუწოდა პრობლემის უახლოეს დროში გადაჭრისკენ.


XS
SM
MD
LG