ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში  ბუნებრივი აირის გაპარვის შედეგად აფეთქება მოხდა


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ ფეშავარში ბუნებრივი აირის გაპარვის შედეგად აფეთქება მოხდა.

თავდაპირველად, პოლიცია აცხადებდა, რომ აფეთქება ბომბმა გამოიწვია. აფეთქების შედეგად ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შენობის ფასადი დაზიანდა. მას შემდეგ, რაც განმნაღმელთა ჯგუფი გამოძიების ჩასატარებლად შემთხვევის ადგილზე მივიდა, აღმოჩნდა, რომ აფეთქება ბომბით არ იყო გამოწვეული.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ფეშავარში რვა ტერორისტული თავდასხმა მოხდა.

მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმების რაოდენობამ განსაკუთრებით იმატა მას შემდეგ, რაც პაკისტანის მთავრობამ ჩრდილოეთში ინტენსიური სამხედრო ოპერაცია დაიწყო თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ. ამ ოპერაციის დაწყების შემდეგ დაახლოებით 500 მეამბოხე და 70 ჯარისკაცია დაღუპული.



XS
SM
MD
LG