ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რატომ აწუხებთ ამერიკის  საემიგრაციო  მოსამართლეებს დეპრესია?


ამერიკაში ყოველწლიურად მილიონამდე ჩამოსულ ემიგრანტს შორის ძალზე ცოტა რაოდენობა ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს.ამის მიზეზი კი ის გახლავთ,რომ თავშესაფრის მოთხოვნის საფუძვლად- შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახური კონკრეტულ მიზეზებს მოითხოვს. იმ შემთხვევაში თუ ემიგრანტი აცხადებს,რომ საკუთარ სამშობლოში იდევნება და მის სიცოცხლეს საფრთხე მოელის, თავშესაფრის მისაღებად საემიგრაციო სამსახურს ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთები უნდა წარუდგინოს.

უკანასკნელი კვლევის დროს ,რომელიც ამერიკის ფედერალური მოსამართლეების ანონიმური გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა, ერთერთმა მოსამართლემ აღნიშნა,რომ ზოგიერთი ემიგრანტის ისტორია არაადამინური ტანჯვისა და წამების გაუგონარ ფაქტებს ასახავს.

აქედან გამომდინარე,ლოგიკურია,რომ ამერიკის საემიგრაციო მოსამართლეები მუდმივად სულიერის სტრესის ქვეშ არიან და პოსტტრამვულ დაავდაებათა სიმპტომები აწუხებთ. სან ფრანცისკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სტუარტ ლუსტიგი მოსამართლეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის შემსწავლელ ჯგუფს ხელმძღვანელობს. მისი განცხადებით,მოსამართლეთა უმეტესობას უძილობა,პანიკური შემოტევები და მონათხრობის რეალური წარმოსახვის შიში სტანჯავს. ეს შეგრძნებები მათ მუდმივი ფიქრის შედეგად უვითარდებათ და ხშირად ღამის კოშმარების სახით ესტუმრება ხოლმე. არადა ძნელია მსგავსი ისტორიები გულრილად ისმინო ,ეფექტურად იმუშავო და ახალი ისტორიის მოსასმენადაც ნერვები შეინარჩუნო.

ყველა ადამიანს საკუთარი ემოცია და წარმოსახვის უნარი აქვს.ამ მხრივ გამონაკლისი არც მოსამართლეები არიან.

დანა ლეი მარკსი საემიგრაციო მოსამართლეთა ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ. იგი ამავე დროს თავშესაფრის მომთხოვნი ემიგრანტების საქმეებსაც განიხილავს.

ხშირად მე და ჩემს კოლეგებს ხშირად დღეში რამოდენიმე საქმის მოსმენა გვიხდება-აცხადებს მოსამართლე მარკსი.

„ხშირად ისეთი სტრესის ქვეშ ვექცევით თითქოს სასიკვდილო განაჩენი გამოგვეტანოს ვინმესთვის.არადა რაიმე შეცდომა რომ დავუშვათ ვიღაცის ცხოვრებაში შესაძლოა საბედისწერო როლი ვითამაშოთ"

მირიამ ბრავო გუატემალელი ემიგრანტი გახლავთ.მან ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვა.საკუთარი ისტორიის მოყოლაზე თავიდან უარი თქვა:

„ვერც კი წარმოიდგენთ რა გადავიტანე ჩემს სამშობლოში,მიჭირს იმ ტკივილის გახსენება, შესაფერისი სიტყვებიც კი არ გამაჩნია ... "

მიუხედავად ამისა, ემიგრანტი ბრავოს მოტხოვნაზე თავშესაფართან დაკავშირებით მოსამართლემ უარი განაცხადა:

„ჩემი საქმე იმ დღეს რიგით მეხუთე გახლდათ,მოსამართლე უკვე გადაღლილი იყო.შესაძლოა ჩემამდე უფრო საშინელი ისტორია ჰქონდა მოსმენილი"

ბრავო არც იმას გამორიცხავს,რომ მოსამართლემ მის ისტორიას ხეირიანად ვერც კი მოუსმინა.რომ მოესმინა -თავსესაფარს უეჭველად მომცემდა-აცხადებს იგი.

პროფესორი ლუსტიგი მოსამართლეების მხრიდან მსგავს გულგრილობას მათი გადაღლილობითა და სტრესული სულიერი მდგომარეობით ხსნის.თუმცა ხშირია შემთხვევები,როცა ემოციის ფონზე მოსამართლე ობიექტურობას კარგავს და სხვა რომელიმე ემიგრანტს დაუმსახურებლად ანიჭებს თავშესაფარს.

აც ისაა გამორიცხული,რომ მოსამართლემ შთაბეჭდილებების შედეგად საკუთარი თავი ემიგრანტთან გააიგივოს .სწორედ მაშინ გაუჩნდება მას უარყოფითი ან დადებითი შეფასების საპასუხო რეაქციაც.

დანა მარკსი მოსამართლეებზე ჩატარებული კვლევის ჯგუფში მუშაობს. 16ათასი თავშესაფარმინიჭებული ემიგრანტის საქმის წაკითხვის შემდეგ იგი აღნიშნავს:

„მოსამართლე გულისხმიერი უნდა იყოს და ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდეს.ამისათვის კი უდიდესი სულიერ სიმტკიცე და პასუხისმგებლობაა საჭირო"

მარკსი არც იმას გამორიცხავს,რომ მოსამართლეები ობიექტურობას საქმეთა სიმრავლის გამო კარგავენ. თუმცა ამის დასადგენად, მისი აზრით, ცალკე კვლევების ჩატარება არის საჭირო.


XS
SM
MD
LG