ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადაცემა ქალებისათვის თბილისიდან-გამოფენა „საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარი ქალები“


„კავკასიურ სახლში“ 13 ნოემბერს გაიხსნა გამოფენა „საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმარი ქალები“. გამოფენას ორგანიზება მოუხდინა საზოგადოება „მემორიალმა“. ჩვენი რესპონდენტი საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე ბატონი გურამ სოსელია გახლავთ. ბატონმა გურამმა გვითხრა, რომ იმ პერიოდში არსებობდა სასჯელის სავარაუდო ზომის აღნიშვნა: 1 კატეგორია-დახვრეტა, 2 კატეგორია-8 წლით გადასახლება , 3 კატეგორია პატიმრობის სხვა ვადები. ეს სამივე კატეგორია ქალებზეც ვრცელდებოდა. მისივე თქმით საბჭოთა პეროდში ქალებს გადასახლებასა და დახვრეტას ძირითადად მათი მეუღლეების ქმედებების გამო უსჯიდნენ. –„ რა თქმა უნდა ეს ბრალდება მთლიანად იყო შეთხზული, მოგონილი და ფალსიფცირებული“- აღნიშნა ინტერვიუში ბატონმა გურამმა.

XS
SM
MD
LG