ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა რუსეთს ბუნებრივი აირის მიწოდების პირობების  შეცვლას სთხოვს


უკრაინის პრეზიდენტი რუსეთს სთხოვს ბუნებრივ აირთან დაკავშირებით მხარეებს შორის არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ ღია წერილში ვიქტორ იუშჩენკო აღნიშნავს, რომ საჭიროა დადებულ კონტრაქტში შეიცვალოს პირობები, სადაც თავიდან იქნება აცილებული ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების საშიშროება , როგორც უკრაინაში ასევე ევროპაში. იუშჩენკოს განცხადბეით, რუსეთმა თითქმის გაასამმაგა ბუნებრივ აირზე გადასახადი უკრაინასთვის, ამასთან ფასები ევროპის ქვეყნებისთვის არ შეცვლილა. გარდა ამისა ტრანზიტისტვისაც სხვა ქვეყნებთან შედარებით რუსეთი უფრო ნაკლებს იხდის.

XS
SM
MD
LG