ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაი ფიცს სდებს


ქაბულში უშიშრიების ძალები მომეტებულ მზადყოფნაშია მოყვანილი საინაგურაციო ცერემონიის გამართვი სგამო. ავღანეთსი პრეზიდენტი დღეს პრეზიდენტის პოსტზე მის მეორედ არჩევასთან დაკავშირებით ფიცს სდებს. ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში იმართება, რომელსაც დიპკორპუსის წარმომადგენლები, უცხოელი სტუმრები და ავღანეთის პოლიტიკური მოღვაწეები დაესწრებიან. დასავლეთი განსაზღვრულ ზეწოლას ახდენს კარზაიზე, რათა მან გაამკაცროს ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ და უფრო გამჭირვალე გახადოს სამთავრობო სტრუქტურების მუშაობა. ცერემონიას აშშ-ს სახელმწფო მდივანი ჰილარი კლინტონი ესწრება. ამ ფონზე აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მალე საერთაშორისო საზოგადოებრიობას გააცნობენ აშშ-ს ახალ სტრატეგიულ გეგმას ავღანეთში.

XS
SM
MD
LG